Georgian TeX

წერილები » LateX რჩევები

ციტირება LaTeX-ში

ავტ. admin ივლ 23, 2015 - 02:28 PM

ციტირების ბრჭყალები.

ქართულში ციტირებისთვის მიღებულია „“, როცა გავქვს ციტირება ციტირებაში მაშინ «».

მაგალითი:

თქვა რუქამ არაკი: „მივიდა უფლისწული მეფესთან და მოახსენა:«დიდო მეფეო..» “.

ორივე ციტირების სიმბოლოები ფონტებში არის, მაგრამ «» სიმბოლოების ნაცვლად

დოკუმენტში გამოაქვს ≪ ≫ მათემატიკური სიმბოლოები.


texlive2015 ვინდოუსზე

ავტ. admin ივნ 13, 2015 - 12:41 AM

1.გადაიტვირთეთ და გამართეთ პერლ. მაგ. ეს დისტრიბუტივი
http://www.activestate.com/activeperl/downloads

2. გადაიტვირთეთ ტეხლაივ2015 გამმართველი ვინდოუსისთვის
https://www.tug.org/texlive/acquire-netinstall.html
არ გაუშვათ, მხოლოდ ამოარქივეთ.

3. გაუშვით cmd.exe ადმინ პრივილეგიით.
გადადით ტეხ ინსტალატორ დირექტორიაში და გაუშვით:

c:\Users\shoshia\Desktop\install-tl-20150523>install-tl-windows.bat -repository
http://ctan.sciserv.eu/ -gui perltk

აირჩევთ პაკეტებს და გამართავთ. თუ ადგილის პრობლემა არაა აირჩიეთ სრული გამართვა

 


Winedt ალტერნატივა TexnicCenter:კონფიგურაცია

ავტ. admin აპრ 23, 2015 - 07:55 PM
TexnicCenter არის Winedt მსგავსი რედაქტორი/გარემო .tex ფაილებისთვის.
„ფილოსიფიით“ გავს პროგრამირების გარემოს(მაგ. visual studio).
ცხადია შესაძლებელია ცალკეული ტეხ ფაილის კომპილირება, მაგრამ უმჯობესია შექმნათ
პროექტი სადაც იქნება ტეხ ფაილები. ერთერთი ფაილებიდან იქნება ე.წ. „main“---მთავარი ფაილი.

არსებული ტეხ ფაილიდან პროექტის შექმნა.

გახსენით ფაილი და „Project“ მენიუდან არიჩიეთ „Create with active file as main file“. შემდეგში გამოიყენეთ პროექტის გახსნა მენიუდან ნაცვლად ფაილის გახსნისა.


eps ფაილების ჩართვა pdf-ში (როცა ვიყენებთ pdflatex)

ავტ. admin აპრ 23, 2015 - 07:47 PM

Winedt მომხმარებლები ხშირად იყენებენ latex.exe  dvi  ფაილების ასაწყობად და eps  ფაილ ფორმატს გრაფიკისთვის

pdflatex ში eps ფაილებისათვის ან უნდა გადაკონვერტირდეს ფაილები სხვა ფორმატში (pdf,jpg,png) ან არის მეორე გზაც

დოკუმენტის პრემაბულაში ჩაამატეთ:

\usepackage{graphicx}

\usepackage{epstopdf}


ქართული ნუმერაცია ჩამონათვალში

ავტ. admin ოქტ 20, 2014 - 07:19 PM

enumerate პაკეტი არის ჩამონათვალისთვის მაგალითად:

\begin{enumerate}
\setlength{\itemsep 0pt}
        \item  First item.
        \item  Second item.
\end{enumerate}

ამ შემთხვევაში ჩამონათვალი იქნება  არაბული რიცხვებით.
ქართული რომ ჩავურთოთ თითქოს საკმარისი უნდა იყოს შემდეგი:

\renewcommand{\labelenumi}{\anbani{enumi})}

მაგრამ ეს არა საკმარისი და არ იმუშავებს.

enumerate პაკეტი მუშაობს ლათინური და არაბული ჩამონათვალით, მაგრამ ავტორს აქვს დამატებული
მექანიზმი “მიებას” ნებისმიერი სხვა მთვლელი


ავტომატური დამარცვლა გადატანა MikTeX-ში

ავტ. admin დეკ 29, 2013 - 08:08 PM

გასწორდა ქართული დამარცვლა გადატანის არქივი და გამართის ინსტრუქცია

texlive2013 არის ქართულისათვის ავტომატური დამარცვლა გადატანის მოდული ჩართული შესაბამის პაკეტში.

რაც შეეხება მიკტეხს ჯერჯერობით არაა. როგორ დავამატოთ ქართულისათვის დამარცვლა გადატანა იხილეთ ქვემოთ