Georgian TeX

წერილები » GeoTeX განახლება

განახლებული ვერსია georgian-0.9.5.tgz

ავტ. admin მაი 10, 2015 - 07:15 PM

თუ თქვენ გამართული გავთ ქართულის პაკეტი და მუშაობს განახლება საჭირო არაა.

http://tex.tsu.ge/files/georgian-0.9.5.tgz
ამ ვერსიაში შეიცვალა:

1. მაპ ფაილის მდებარეობდა (ვერ პოულობდა ტეხლაივი სისტემურ დირექტორიაში გამართვისას)
2. დოკუმენტაცია
3. ამავე არქვიში დამატებულია ბაბელის და დამარცვლა გადატანის ფაილები. ზოგიერთი მომხმარებელი არ იწერდა ცალკე ამ პაკეტებს და პრობლემა ჰქონდა გამართისას. ეხლა ყველაფერი ერთ არქივშია.
 


Georgian is now in MikTeX

ავტ. admin აპრ 25, 2015 - 09:03 PM

MikTeX  ჯგუფმა ქართულის პაკეტი დისტრიბუტივში დაამატა http://miktex.org/packages/georgian

მადლობა MikTeX  ჯგუფს და Uwe Stöhr (Lyx.org ჯგუფი)


შესწორება და ბიბლიის მაგალითი

ავტ. admin იან 23, 2015 - 02:57 PM

შესწორდა ქართული კოდირების ფაილი. არეული იყო TeX ასომთვრული  იოტა და ჰე მერვეს მაკროსები. გადაიტვირთეთ და გადააწერეთ ძველ ფაილს. t8menc.dfu

ეს ხარვეზი გამოჩნდა ბიბლიის "დაბადების" წიგნის გაკეთებისას.

"დაბადება" მცხეთური ხელნაწერის მიხედვით.  გამოყენებულია შემდეგი TeX შესაძლებლობები: თავების ნუმერაცია ასომთვრულით, პარაგრაფების დანომრვა.
"ႣႠ" სიმბოლოს იმიტაცია \kern ბრძანების გამოყენებით:
პრეამბულაში:

\newcommand{\dac}[3]{{ {{\color{Crimson}\large #1}\kern-0.68em \raisebox{#3}[0em][0em]{\tiny #2}}}\kern0.6ex}

ტექსტში:

\dac{Ⴃ}{Ⴀ}{0.13em}

 


შესწორებული ვერსია

ავტ. admin ივნ 13, 2014 - 09:46 PM

შესწორდა ხუცურის კოდირების ფაილი. რამდენიმე გლიფი არასწორად იყო კოდირებული.

შეგიძლიათ განაახლოთ

http://tex.tsu.ge/files/geotex-0.9.2.tgz

თუ პირველად მართავთ ქართულის პაკეტს ზემოთ მოყვანილი

არქივის გარდა დაგჭიდებათ ბაბელის ფაილები http://tex.tsu.ge/files/georgian.zip


GeoTeX-0.91 + დოკუმენტის შაბლონი

ავტ. admin აპრ 17, 2014 - 05:04 PM

დაიდო ახალი ვერსია:

1. შესწორდა ორი ხარვეზი babel ენის ფაილებში: ა) არ მუშაობდა ნუმერაცია ასომთავრულით. ბ) რუსუთან ერთად მუშაობისას იძლეოდა შეცდომას რომ 1 ცვლადი უკვე განმარტებულია.

2. ამ პაკეტში არის როგორც ბაბელის ასევე დამარცვლა გადატანის ფაილებიც

3.thesis.tgz ესაა პატარა შაბლონი საკურსოს, სამაგისტრო ნაშრომის, თეზისის დასაწერად: ნაჩვენებია რა პაკეტები

უნდა ,,ჩაირთოს“ ქართულისათვის. ფორმულების ნუმერაცია ქართული ანბანით. ბიბლიოგრაფიის დამატება და ინდექსირება.

ფაილები შეგიძლიათ გადაიტვირთოთ აქედან

 


GeoTeX 0.9 ვერსია

ავტ. admin მარ 23, 2013 - 05:29 PM

15.04.2013 GeoTeX v.0.9
1.cmr, cmss,cmtt ფონტების სრული კრებული
2.ქართული კოდირებები T8M, T8K --ასომთავრული, ნუსხური, მხედრული
4.ავტომატური დამარცვლა გადატანა.
5. დოკუმენტის ინდექსირება. მუშაობს ანბანური დალაგება დამატებითი პროგამების გარეშეც
6. დამხმარე პროგრამები indexwords და splitword: