Georgian TeX


Post new topic   Reply to topic
View previous topicPrintable versionPrivate messagesView next topic
Author Message
davidOffline
Post subject: ქართული პლაგინი TexStudio_სთვის  PostPosted: 11.09.2013 00:09



Joined: 11.09.2013 Posts: 1

Status: Offline
მოგესალმებით,
პირველ რიგში, მიხარია, რომ ასეთ კარგ და საჭირო პროექტს აკეთებთ. მე ახლახანს დავიწყე ლატექის გარჩევა, ოღონდ სამწუხაროდ ქართული პლაგინის დაყენებას ვერ ვახერხებ. ანუ როგორც რჩევებშია მითითებული, მაქვს ჩვეულებრივ miktex დაინსტალირებული, მაგრამ მისი სეთინგების გვერდს ვერ ვპოულობ ვერც სტარტ მენიუდან და ვერც პროგრამის საინსტალაციო ფოლდერიდან...
პატივისცემით,
დათო

პ.ს. ხომ არ აპირებთ, თსუ სტუდენტებისთვის (დოქტორანტებისთვის მაინც) რაიმე ვორქშოფის ან საინფორმაციო შეხვედრის მოწყობას? წესით მსურველები უნდა გამოჩნდნენ...
 
 View user's profile Send private message  
Reply with quote Back to top
adminOffline
Post subject: RE: ქართული პლაგინი TexStudio_სთვის  PostPosted: 18.09.2013 08:23
Site Admin


Joined: 21.02.2013 Posts: 18

Status: Offline
გამარჯობათ.
გადავამოწმე და გამართვა მუშაობს როგორც არის დოკუმენტაციის ფაილში აღწერილი.
1. ვტვირთავთ და ვაყენებთ მიკტეხის ახალ ვერსიას საიტიდან http://miktex.org
2. ვაკეტებთ დირექტორიას(თუ არ არის უკვე) d:\texmf (ეს იქნება ე.წ. ლოკალური დირექტორია, სადაც შეგიძლიათ გამართოთ თვენი პაკეტები. დამოუკიდებელი მიკტეხ ინსტალაციისგან. მიკტეხი შეიძლება წაშალოთ განაახლოთ და
ეს დირექტორია ხელუხლელი იქნება)
3. ვტვირთავთ ქართულის პაკეტს http://tex.tsu.ge/files/ მიმდინარე ვერსია geotex-0.9.tgz
4. გავხსნით და ვაკოპირებთ d:\texmf -ში.
5. გავუშვებთ start->All Programs->Miktex 2.9->Maintenance (Admin)->Settings (Admin)
6. გადავდივართ მეორე ტაბზე Roots . "Add" (თუ უკვე არ გაქვთ გაკეთბული ეს პროცედურა ანუ არ დაგიმატებიათ ლოკალური დირექტორია)ღილაკზე დაჭერის შემდეგ ვეძებთ და ვირჩევთ დირექტორიას d:\texmf . ვაწკაპუნებთ "Apply". "OK"
7. გადავდივართ ტაბზე "General" ვაწკაპუნებთ "Refresh FNDB"და "Update Formats".
ეხლა სისტემამ იცის ახალი პაკეტების შესახებ რომელიც არის d:\texmf დირექტორიაში. ყოველი ახალი პაკეტის დამატებისას რომელსაც ხელით გამართავთ უნდა შეასრულოთ 7.
ეს არაა აუცილებელი როცა პაკეტს მართავთ მიკტეხის პაკეტმენეჯერით.
7. პუნქტი იგივეა რაც კონსოლზე(გაშვებული უნდა იყოს ადმინ პრივილეგიით. იხ. ქვემოთ) გაუშვათ ბრძანება mktexlsr --admin

სისტემამ იცის ახალი პაკეტების შესახებ მაგრამ მან ჯერ არ იცის ფონტების შესახებ. ფონტის გამართვისთვის მიკტეხს არ აქვს ე.წ. გრაფიკული მენეჯერი.
8. Start-->All Programs-->Accessories-->Command Prompt მიიყვანეთ მაუსი ამ პროგზე მაგრამ არ დააწკაპუნოთ. დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა კნოპკაზე და აირჩიეთ "Run as Administrator".
თქვენ გაქვთ კონსოლი ადმინ პრივილეგიებით.
9. გადადით კონსოლზე და აკრიფეთ ბრძანება updmap --force --verbose
ცოტა დრო სჭირდება რომ დაასკანეროს ფონტების კონფიგ ფაილები და შექმნას ტავის მეპ ფაილი. დაელოდეთ.
10. გადმოტვირთეთ და გამართეთ თვენთვის სასურველი ტეხ ედიტორი. მე ვიყენებ ტეხსტუდიოს შემდეგი მიზეზების გამო:
მუშაობს ვინ და ლინუქსზეც. პდფ-ტეხ სინქრონიზაცია ავტომატურად აქვს და არ სჭირდება ხელით მიბმა პდფ პროგრამაზე.

მეორე ვარიანტია ტეხნიცცენტერ ან Windit ამ უკანასკნელის 6 ვერიას ესმის უნიკოდი. მაგრამ პდფ-ტეხ სინქრონიზაციისათვის დაგჭირდებათ sumatra-pdf და კონფიგურაციაში
მითითება როოგრ გამოიყენოთ პდფ დან ტეხ დაბრუნება და ტეხ პდეფ-ში.

      Quote:

პ.ს. ხომ არ აპირებთ, თსუ სტუდენტებისთვის (დოქტორანტებისთვის მაინც) რაიმე ვორქშოფის ან საინფორმაციო შეხვედრის მოწყობას? წესით მსურველები უნდა გამოჩნდნენ...

არა.. მგონი ეს საიტი საკმარისია. იდეა მქონდა არჩვითი კურსი ლატეხში, მაგრამ არ ჩატვალეს საჭიროდ

პ.ს.
შემდეგი ნაბიჯია ავტომატური დამარცვლა გადატანის პაკეტის დამატება ამის ინსტრუქციებს დავწერ ხვალ..არ მახსოვს ზუსტად და გადამოწმება მჭირდება..მშვენივრად მუშაობს..თითქოს არაფერია მაგრამ ბევრ რამეს აიოლებს და ტექსტიც უკეთსად იკითება და დოკუმენტიც უკეთსად გამოიყურება
 
 View user's profile Send private message Send e-mail  
Reply with quote Back to top
Display posts from previous:     
Jump to:  
All times are
Post new topic   Reply to topic
View previous topicPrintable versionPrivate messagesView next topic