წერილები

LateX რჩევები [1]

LateX რჩევები: ციტირება LaTeX-ში

ავტ. admin ივლ 23, 2015 - 02:28 PM

ციტირების ბრჭყალები.

ქართულში ციტირებისთვის მიღებულია „“, როცა გავქვს ციტირება ციტირებაში მაშინ «».

მაგალითი:

თქვა რუქამ არაკი: „მივიდა უფლისწული მეფესთან და მოახსენა:«დიდო მეფეო..» “.

ორივე ციტირების სიმბოლოები ფონტებში არის, მაგრამ «» სიმბოლოების ნაცვლად

დოკუმენტში გამოაქვს ≪ ≫ მათემატიკური სიმბოლოები.

იმისათვის რომ სწორი სიმბილოები გამოჩნდეს დოკუმენტის პრეამბულაში ჩაამატეთ:

\DeclareTextSymbol{\guillemotleft}{T8M}{10}

\DeclareTextSymbol{\guillemotright}{T8M}{11}

ასევე ერთმაგი დაბალი ბრჭყალი (მძიმეა ფატიურად მაგრამ მძიმე ბრძანებას სხვა ფუნქცია აქვს )

რომ დაკოპირდეს pdf  ფაილიდან პრემაბულაში ჩაამატეთ

\DeclareTextCommand{\quotesinglbase}{T8M}{\fontencoding{T1}\selectfont \quotesinglbase \fontencoding{T8M}\selectfont }

ეს ახალ ვერსიებში შესწორდება და ჩამატება აღარ დაგჭირდებათ

ციტირების პაკეტი  csquotes.

ზემოტ მოყვანილი „ხელით“ ციტირებების გარდა შესაძლებელია ციტირების ბრჭყალების ავტომატურად გამოყენება

სხვადასხვა ენებისათვის სხვადასხვა ციტირების სტილისათვის. ამას უზრრუნველყოფს პაკეტი csquotes.

მაგალითები:

 

ფრანგული

« ციტატა სადაც ციტირებულია პოეტის სიტყვები: “ ციტატა ციტატაში

და ყველაფერი ციტატა” »

გერმანული:

„ციტატა სადაც ციტირებულია პოეტის სიტყვები:

’ციტატა ციტატაში და ყველაფერი ციტატა‘“

რუსული:

«ციტატა სადაც ციტირებულია პოეტის სიტყვები: „ ციტატა ციტატაში

და ყველაფერი ციტატა“ »

 

ქართული სტილი ამ პაკეტს არ აქვს. მაგრამ აქვს შესაძლებლობა განმარტებულ იქნას სხვადასხვა სტილები მომხმარებლის მიერ.

პრეამბულაში ცაამატეთ შემდეგი:

  \usepackage{csquotes}

  \DeclareQuoteStyle{georgian}

  {\textquotedblbase}

  [\guillemotright]

{ \textquotedblleft}

 [0.025em]

  {\guillemotleft}

  {\guillemotright}

 

  ამის შემდეგ დოკუმენტში ზემოთ მოყვანილი სტილები და ქართული მიირება ასე:

\setquotestyle{french}

\enquote{ციტატა სადაც ციტირებულია  პოეტის სიტყვები:  

\enquote{ციტატა ციტატაში და ყველაფერი ციტატა}} 

\setquotestyle{german}

\enquote{ციტატა სადაც ციტირებულია  პოეტის სიტყვები:  

\enquote{ციტატა ციტატაში და ყველაფერი ციტატა}} 

\setquotestyle{russian}

\enquote{ციტატა სადაც ციტირებულია  პოეტის სიტყვები:  

\enquote{ციტატა ციტატაში და ყველაფერი ციტატა}} 

\setquotestyle{georgian}

\enquote{ციტატა სადაც ციტირებულია  პოეტის სიტყვები:  

\enquote{ციტატა ციტატაში და ყველაფერი ციტატა}}  

ქართულისთვის გვექნება:

„ციტატა სადაც ციტირებულია პოეტის სიტყვები: «ციტატა ციტატაში და ყველაფერი ციტატა» “

pdf ფაილიდან კოპირება ქართული ციტირების შემთხვევაში სწორად კეთდება.

პრემაბულაში უნდა გვქონდეს:

\input{glyphtounicode}

\pdfgentounicode=1

სხვა შემთხვევაში არა. თუ გსურთ რომ კოპირება სრულდებოდეს ციტირების სხვა სტილებისათვის

პრეამბულაში ჩაამატეთ \usepackage{cmap}

№ სიმბოლო

ეს სიმბოლო ფონტში არის. ამ სიმბოლოს მიღება შეიძლბა როგორხ \texnumero,

მაგრამ შეგიძლიათ უნიკოდ სიმბოლოც გამოიყენოთ ტექსტში. მაგრამ კომპილაციისას მოგცემთ შეცდომას.

ეს და სხვა მსგავსი უნიკოდ სიმბოლოები რომ აღიქვას ტეხმა არსებობს პაკეტი textcomp .

პრემაბულაშ ჩაამატეთ \usepackage{textcomp}. ამის შმედგე შეგიძლიათ გამოიყენოთ „№“.

 
Links
  1. https://tex.tsu.ge/https://tex.tsu.ge/index.php?module=%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&type=user&func=view&lang=ka&prop=Main&cat=34
  2. https://tex.tsu.ge/https://tex.tsu.ge/index.php?module=%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&type=user&func=display&lang=ka&sid=14&theme=Printer